პროექტის მოკლე აღწერა – გზა
მარცვლეული კულტურიდან ეროვნულ და რელიგიურ ტრადიციამდე.
მონაწილეთა
ასაკი – მეორე
კლასი 7–8 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა:
15 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა გაიღრმავეს
ცოდნა ხორბლის კულტურის, მისი გავრცელებისა და მოყვანის შესახებ. გაეცნენ პურთან და
ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ისწავლენ, რომ პურს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს კვების რაციონში,
მასში ადამიანისათვის აუცილებელი ისეთი მინერალები შედის, როგორიც არის კალცი, ნატრი,
რკინა და ფოსფორი.იგი მაღალკალორიული პროდუქტია.
100გრ. მაღალი ხარისხის ხორბლის პური 223 კალორიას შეიცავს. ისწავლეს პურის
ყაირათიანი გამოყენება. შეიძინენ კვლევის ,დაკვირვების, ინფორმაციის მოპოვების და პრეზენტაციის
უნარ–ჩვევები. გაიღრმავეს ლექსიკური მარაგი, შექმნეს
სურათები პურის თემაზე, მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.
პროექტის მსვლელობა:
ბავშვები წავიყვანე ექსკურსიაზე ოზურგეთში. დავათვალიერებინე პურის საცხობი, რათა უკეთ გაეცნოთ პურის გამოცხობის პროცესები. ინტერესით აკვირდებოდნენ, თუ როგორ აგუნდავებდნენ ცომს ჩვენი სოფლის ხაბაზები: ზაური და ფარნაოზი. გუნდები „ასტამით“ ამოჭრეს, ჩააწყვეს ცხიმწასმულ ყალიბში და გახურებულ ღუმელში შედეს. გამომცხვარი პური გამოიღეს „ კიჭუტით“ და დააწყვეს „ტაბაკზე“. ბავშვებს ხაბაზებმა განუმარტეს სიტყვების „ასტამი“ , ‘კიჭუტი“ და „ ტაბაკის“ მნიშვნელობა.
„ასტამი“–რკინის ბრტყელპირა ხელსაწყო ცომის გასაჭრელად.
„კიჭუტი“– თონიდან პურის გამოსაღები მოკაუჭებულწვერიანი რკინის ჯოხი
გაუჩნდათ ემოციები. ბავშვები ისე ამოისვარნენ ფქვილში ნამდვილ ხაბაზს დაემგვანენ, ნოდარიმ გამოთქვა სურვილი, როცა დიდი გაიზრდება დაეუფლოს ხაბაზის პროფესიას, წაიკითხა ლექსი “ხაბაზი“.
ამის შემდეგ ხორბლის, როგორც მარცვლეული მცენარის გაცნობის მიზნით ბავშვებს დავავალე ოჯახურ პირობებში დაეთესათ ხორბლის მარცვალი. ჩაატარეს ექსპერიმენტი. თეფშზე დათესეს ხორბლის მარცვალი, მოათავსეს თბილ ადგილას (ღუმელთან),
აკვირდებოდნენ აღმოცენებისა და ზრდის პროცესს. წარმოადგინეს ჯეჯილი, აგრეთვე ხორბლის მარცვლისაგან გაკეთებული მარცვლეულის კოლაჟი.
აკვირდებოდნენ აღმოცენებისა და ზრდის პროცესს. წარმოადგინეს ჯეჯილი, აგრეთვე ხორბლის მარცვლისაგან გაკეთებული მარცვლეულის კოლაჟი.
ჯეჯილის ზრდის პარალელურად მიოძიეს მასალა ლიტერეტურის საშუალებით პურის თემაზე. პროექტორის საშუალებით ვნახეთ ნახატი ფილმი „ჩხიკვთა ქორწილი“ (პურის ცხობის სცენა).
ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პური არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტია, არამედ რელიგიური დატვირთვის მატარებელია. კვირა დღეს დადიან ეკლესიაში წირვაზე, სადაც ზიარების დროს ასმევენ ღვინოს და აჭმევენ სეფისკვერს, რომელიც ქრისტეს სისხლისა და ხორცის სიმბოლოა.
ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პური არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტია, არამედ რელიგიური დატვირთვის მატარებელია. კვირა დღეს დადიან ეკლესიაში წირვაზე, სადაც ზიარების დროს ასმევენ ღვინოს და აჭმევენ სეფისკვერს, რომელიც ქრისტეს სისხლისა და ხორცის სიმბოლოა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი -
ქართული ენა
ქართ.2.2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ
მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:ისმენს
ტექსტს და ასახელებს შესაბამის მულტფილმს, საბავშვო ფილმს. იხსენებს მსგავსა და განსხვავებულ
ადგილებს;
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში
ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის
ქმედებით აღძრულ ემოციებს;
მონაწილეობს პერსონაჟის ან მოვლენის
ჯგუფურ დახასიათებაში.
ბუნება.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.2.1. მოსწავლე აღწერს მცენარის ძირითად გარეგან ნაწილებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის
ძირითად გარეგან ნაწილებს, ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
მცენარეების ორგანიზმის ძირითადი
ნაწილების მრავალფეროვნების წარმოსაჩენად აგროვებს მასალას და აკეთებს კოლაჟს.
ბუნ.2.2. მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს ზრდის პროცესს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს
ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების გამოსავლენად.
მიმართულება: ადამიანი და გარემო.
ბუნ.2.9. მოსწავლე იცავს პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის
წესებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს საკუთარ რაციონში შემავალი
მცენარეული და ცხოველური საკვების ნახატებიან ცხრილს.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლის
მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას(1,3).
ხელოვნება
ს.გ.2.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას
და პროცედურას ნამუშევრების შექმნისას.
ქმნის მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მაგ: მუყაო, კუბურები
დასხვა;
ბუნებრივი და ხელოვნური მასალით
ქმნის აპლიკაციას, კოლაჟსა და მოზაიკას;
პროექტის ხელმძღვანელი:
თინათინ მელიქაძე
No comments:
Post a Comment